ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 11:52
ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნებზე კახა კალაძე ხმის მისაცემად N64-ე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

როგორც თბილისის მერმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას.

„მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს და ჯგუფებად დაყოს. შესაბამისად, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების დაყოფა. ერთხელ, უკვე ვნახეთ ეს ყველაფერი როგორი მძიმე იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ. ქართველები ცოტანი ვართ, კონსოლიდაცია გვჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.
 

ტეგები