ხმა მივეცი გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 13:35
 ხმა მივეცი გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს - სალომე  ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. მან ხმა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქში, მესამე საარჩევნო უბანზე მისცა.

„ხმა მივეცი დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს გავიგებთ, რა გადაწყვიტა ამომრჩეველმა. მე ამომრჩევლის მჯერა“ - თქვა მან. 

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.

ტეგები