ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 15:40
ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო პროცესში დესტრუქციული ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „პირველ არხს“ ვაკის საარჩევნო ოლქის ნომერ მეთერთმეტე უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

„ვფიქრობ, ზოგადად ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანის საარჩევნო პროცესში, მაგრამ მათი ეს მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც მისი შეფასებით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.
 

ტეგები