ნაძალადევის ოლქის 74-ე უბანზე კენჭისყრის ოთახიდან დამკვირვებელი მოხსნეს
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 16:15
ნაძალადევის ოლქის 74-ე უბანზე კენჭისყრის ოთახიდან დამკვირვებელი მოხსნეს

ნაძალადევის ოლქის 74-ე უბანზე კენჭისყრის ოთახიდან დამკვირვებელი მოხსნეს. დამკვირვებელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.

კომისიის თავმჯდომარის, ვალენტინა კვანტალიანის ინფორმაციით, დამკვირვებლის სამკერდე სამაგრზე არასრული ინფორმაცია იყო დატანილი.

„სამკერდე სამაგრზე მითითებული არ იყო, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, რის გამოც მას დარბაზის დატოვება მოუხდა. მისი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. რატომ იყო არასრული ინფორმაცია დატანილი, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა 74-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.

ტეგები