საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 20:07
საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%

მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%

მეოთხე ადგილი - ზურაბ ჯაფარიძზე 3.3%

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; 10% დავით ბაქრაძე.

ეგზიტპოლი ასევე "ევროპული საქართველოს" დაკვეთით, BCG Research–მა ჩაატარა.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ტეგები