„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 20:13
„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქო პროექტმა“ ჩაატარა.

ამ კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ტეგები