სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 20:50
სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ - კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვენბას ულოცავს.

 კალაძის განცხადებით, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.

„ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის. წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მინდა, მას მივულოცო ეს გამარჯვება თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, მიმდინარეობს დათვლის პროცედურები", -აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა(52.3%) დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
 

ტეგები