არჩევნების პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი - ცესკო
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 23:04
არჩევნების პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი - ცესკო

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დაახლოებით, ღამის 02:00 საათისთვის იქნება მოწოდებული დღეს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები.

ანა მიქელაძის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მილიონ 637 ათას 956 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 46,74 პროცენტის წარმოადგენს.

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74%, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4 პროცენტს,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ტეგები