თბილისის ყველაზე აქტიური და ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქები დასახელდა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2018 00:42
თბილისის ყველაზე აქტიური და ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქები დასახელდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათზე აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 46,74% იყო. დედაქალაქის 10 საარჩევნო ოლქიდან კი ვაკეში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – 51,98%. ვაკის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 101 571 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 52 801 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე დაბალი აქტივობა ისანში დაფიქსირდა – 40,36%. 11 680 ამომრჩევლიდან მხოლოდ 45 074-მა ისარგებლა ხმის უფლებით.

ტეგები