თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2018 17:23
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს, რის გამოც მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან 11  ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაიკეტება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე. 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში N38 და N64 მიკროავტობუსები მოძრაობას ტეხურასა და ჩიქოვანის ქუჩების გადაკვეთაზე დაასრულებენ. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის".