30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2018 20:11
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი წარმატება საქმეებში თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ენერგია ისეთი გაქვთ, რომ ორმაგ დატვირთვასაც გაუძლებთ. ნუ იქნებით ჭირვეული და ზარმაცი. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. იყავით მშობლებზე მზრუნველი. 

კურო

ავატიურიზმი და რომატიკულობა მოიმატებს. მოერიდეთ დაუფიქრებელ საყიდლებს, იმიჯის შეცვლას, არასაიმედო ადამიანებთან საქმეების დაწყებას. 

 

ტყუპი

საყვარელ ადამიანთან ხან ყინულივით ცივი ხართ, ხან - ცეცხლივით მწველი. საქმიანი პარტნიორს კი უნდა დაუმტკიცოთ, რომ დამატებითი შრომის არ გეშინიათ. აკონტროლეთ სიტუაცია სამსახურში, მოაწესრიგეთ საქმიანი დოკუმენტები. 

 

კირჩხიბი

შრომისმოყვარე და ენერგიულ კირჩხიბებს საქმეებში წარმატება ელით. საქმეების პარალელურად მოსალოდნელია მგზავრობა, ფლირტი. ნიშნები, რომლებიც მკურნალობას გადიან, შეიძლება მკურნალ ექიმთან რომანტიკულ გრძნობამაც დააკავშიროს. 

 

ლომი

ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვისას. თუ არ გსურთ, ვალებში აღმოჩნდეთ. ხარჯია მოსალოდნელი პაემნის, სამსახურის საქმეების გამო. შეიძლება ბავშვისთვის საჩუქრის შეძენა გადაწყვიტოთ. ეცადეთ, ისეთი ნივთები შეიძინოთ, რომლებსაც მრავალჯერადად გამოყენებთ და რა ერთი შემთხვევისთვის. 

 

ქალწული

საქმეებისგან შეიძლება მოგაცდინოთ სასიყვარულო თავგადასავალმა, ოჯახურმა სიტუაციამ. იყავით პოზიტიურად განწყობილი და ეცადეთ, პირველ ადგილზე საკუთარი თავი და სურვილები დააყენოთ. 

 

სასწორი

ეცადეთ ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, ვისთანაც საერთო ინტერესები: განათლების დონე, მსოფლმხედველობა, მისწრაფებები გაკავშირებთ. საქმეების მოგვარებისას იყავით დაკვირვებული. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ საყვარელმა ადამიანმა. 

 

მორიელი

იდეალურად შესრულებული საქმეც კი შეიძლება სათანადოდ არ აგინაზღაურონ მატერიალურად, არ შეგაქონ. შეიძლება იმედგაცრუებამ შეგიპყროთ. 

 

მშვილდოსანი

ნუ გაქვთ დიდი მოლოდონი, რათა იმედი არ გაგიცრუვდეთ. მოიკრიბეთ ძალა და ენერგია, რათა დაასრულოთ დაწყებული საქმეები და რაც მთავარია, უშეცდომოდ. 

 

თხის რქა

სამსახურის საქმეები კარგად მიგდით, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზე. შეიძლება, ადამიანი, რომელსაც ხვდებით, არ შეგეფერებათ და მასთან დროს ტყუილად კარგავთ. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს. 

 

მერწყული

დაძაბულ ურთიერთობებსაც კი მშვიდად მოაგვარებთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მკურნალობა. რთულ სიტუაციაში ერთგული ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. მათი დახმარებით მოაგვარებთ მატერიალურ საკითხებსაც. 

 

თევზები

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს იმ პარტნიორებთან, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნუ ეცდებით თანამოსაუბრის გადარწმუნებას, დიალოგის განახლებას.