ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ - ნინი ქარსელაძე
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2018 22:53
ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ - ნინი ქარსელაძე

"დღეს მთელი დღე ვიფიქრე რა დამეწერა, მერე ფეისბუქი გავაუქმე, რათა ფეიკ ექაუნთებიდან შემოსული აგრესია ამესხლიტა. მაგრამ ვერ ვასიამოვნებ ვერავის, განსაკუთრებით იმ სექტას! ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ მოახდენ. ვისზეც მოახერხეთ, ისიც ღმერთმა შეგარგო. შემდეგ ტურში გაჩვენებთ ვინ ხართ სინამდვილეში, ხოდა ახლა მოემზადეთ, მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან რა მაგრები. მე ვსაუბრობ ჩემი ოჯახის, მომღერლების და კიდევ ბევრი ჩემი ახლობლის სახელით! არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები კარგად გაიხსენებენ იმ 9 წელს!!!!!!

ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ, მაგაზე არ დაგწყვეტთ გულს და თქვენც დაგპატიჟებთ. ისე რა სასწაული ხალხი ხართ, მთელი დღე გაატარეთ ჩვენს ლანძღვაში.  გგონიათ ვინმესთვის რამეს ნიშნავს?

P.S. ახლა ჩემიანებს მივმართავ: ნუ მოდუნდებით, სიკეთე გაიმარჯვებს, ჩემი მხარდაჭერა რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ მომღერალი ნინი ქარსელაძე წერს.