გორში მოკლული 8 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2018 10:57
გორში მოკლული 8 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ

გორში სასტიკად მოკლულ 8 წლის ნანა ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ. გოგონას ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ გოგონას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნანა ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.

დაკავებულ იაგო ნებიერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ტეგები