გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2018 15:11
გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ განუცხადა.

დაკავებულისთვის წარდგენილ ბრალს – სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტს დაემატა სსკ-ის 141-ე მუხლი.

„არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა საბანაძემ.

გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. 

ტეგები