სასამართლოს სხდომათა დარბაზში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2018 16:18
სასამართლოს სხდომათა დარბაზში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

სასამართლოს სხდომათა დარბაზში მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. მაჩალიკაშვილმა დეტალურად გაიხსენა სპეცოპერაციის ღამე. მისი განცხადებით სუსი არაფერს აკეთებს იმისთვის რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გამოიძიონ.

„გასროლის ხმა გავიგე, თავის ქალის გახვრეტის ხმა ვიგრძენი, მაყუჩიანი გასროლის. გამოვედი გარეთ მეუღლესთან ერთად. ოთხი სპეცრაზმელი იდგა აივანზე. ასეთი შემოპარვით, ასე მუხანათურად როგორ შეძლეს შემოსვლა ამან გამაკვირვა. პირდაპირ კიბეებზე დამაწვინეს, საცვლების ამარა ვიყავი. მერე შემიყვანეს დედაჩემის საძინებელში და დილის 9 საათამდე არ გამომიშვეს. ვეუბნებოდი მისამართი შეგეშალათ სხვაგან ხართ მოსულები , - მეთქი, არაფერს მეუბნებოდნენ.

9 საათი რომ გახდა, გამომიყვანეს. როგორც შევედი თემირლანის საძინებელში, სისხლი შევნიშნე. იმ საწოლის თავზე ნატყვიარი შევნიშნე, შევეკითხე რა ხდება მეთქი. არაფერი, თემირლანი მკლავში დავჭერითო. პანიკაში იყვნენ და შოკში. იფიცებოდნენ იესო ქრისტეს, მკლავში დავჭერით, გადავუხვიეთ და განყოფილებაში გადავიყვანეთო. სად გადაიყვანეს არ მეუბნებოდნენ.

ამის მერე, როგორც ყაჩაღი გარბის დანაშაულის ადგილიდან, ისე გაიქცნენ ჩემი ოჯახიდან, ხეობიდან. მერე გავიგე, თელავის საავადმყოფოში გადაუყვანიათ და იქვე ვიღაც ქალმა მითხრა, საწყალ ბიჭს შუბლში ტყვია აქვს და მკვდარიაო.

დღესაც არ მჯერა, თემირლანს მე დღესაც ველოდები. ამის მერე შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“ - თქვა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მას სისხლის აღებისკენ მოუწოდებენ.

„გუშინ დამირეკა ხეობიდან ამ სახელმწიფოს წარმომადგენელმა ქისტმა და მითხრა; რატომ დგახარ პარლამენტთან, თუ ხარ ვაჟკაცი, აიღე თემირლანის სისხლი. ახლაც ცდილობენ პროვოკაციაზე წამოგებას, მაგრამ მე მიყვარს საქართველო და ამაზე არ წავალ.

მე ჩემს ტრადიციას ვუღალატე, იმიტომ, რომ მე მიყვარს საქართველო ჩემს შვილებს აქ ვზრდიდი. გამოვედი ქუჩაში, არავინ ყურადღებას არ მაქცევს, - არც პროკურატურა, არც უფლებადამცველები. მხოლოდ ქართული ხალხი“- თქვა მან.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები