საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას კითხავენ
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2018 16:59
საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას კითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის არსებით განხილვაზე მოწმე მიხეილ კალანდიას კითხავენ.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომები სრულად დახურა.

მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.

ტეგები