უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 30 / 10 / 2018 17:13
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 31 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7027 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7020 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0007-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0703 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0808 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0105-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4473 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4677 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0204-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4894 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4884 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0010-ით გაუფასურდა.

ტეგები