ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
ამობეჭდვა · 31 / 10 / 2018 11:13
ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24–ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 1-ლ ნოემბერს ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე (ქობულეთი-ბათუმის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ტეგები