მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება
ამობეჭდვა · 31 / 10 / 2018 11:38
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების წარმოჩენას, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობას, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, მოზარდთა
შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას.

ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს როგორც ქართულ, ასევე უკრაინულ, ლიეტუვურ, რუსულ, სომხურ მრავალფეროვან და საინტერესო საბავშვო სპექტაკლებს.

1-ლ ნოემბერს ფესტივალს საზეიმოდ გახსნის თეატრალური სკოლა-სტუდია „ბერიკები“, სპექტაკლით „ჰელადოს“. ფესტივალის დასასრულს ეროვნულ სასახლეში გაიმართება მონაწილეთა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ეროვნული სასახლის თეატრალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ტეგები