სპილო „გრანდის“ ოპერაცია წარმატებით დასრულდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 31 / 10 / 2018 15:51
სპილო „გრანდის“ ოპერაცია წარმატებით დასრულდა (ვიდეო)

თბილისის ზოოპარკში სპილო ”გრანდისთვის” ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ცხოველი ნარკოზიდანაც უკვე გამოვიდა.

ოპერაცია ვოლიერში სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი ჩამოვიდნენ.

სპილო გრანდი 23 წლისაა, ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორი ეშვი ჰქონდა დაზიანებული. პირველი ოპერაცია, რომელიც 11 საათს გაგრძელდა, ბრიტანელმა ექიმებმა, 2014 წელს წარმატებით ჩაატარეს და „გრანდს“ ერთი დაზიანებული ეშვი ამოუღეს.

ოპერაციას ესწრება BBC-ს გადამღები ჯგუფი, რომლის ახალ სერიალში ”დიდი ცხოველების ოპერაციები” გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.

ტეგები