მინდა გთხოვოთ,გამოცხადდეთ საელჩოებში 10 ნოემბრამდე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს
ამობეჭდვა · 31 / 10 / 2018 19:42
მინდა გთხოვოთ,გამოცხადდეთ საელჩოებში 10 ნოემბრამდე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო,თბილისიდან მიღებული ინსტრუქციის თანახმად,საქართველოს ბევრმა საელჩომ რეგისტრაციის ვადების მიზეზით, უარი უთხრა ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს არჩევნებში მონაწილეობაზე.
ხელისუფლების ცვლილებისთანავე,აღმოფხვრილი იქნება ეს ხარვეზი და აღარანაირი წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება საჭირო...ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ელექტრონული მეთოდით და ამით დავძლევთ ხელოვნურად შექმნილ ბარიერს..
მანამდე,მინდა გთხოვოთ,გამოცხადდეთ საელჩოებში 10 ნოემბრამდე და დარეგისტრირდეთ,რათა შეძლოთ თქვენი კონსტიტუციური უფლების განხორციელება", - წერს სააკაშვილი ფესბუქ გვერდზე.

ტეგები