2 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2018 20:13
2 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, დაინტერესდით მისი საქმეებით, კულტურით. განსაკუთრებით, თუ ის უცხოელია. დაიცავით წესები. 
 
კურო
იყავით მეტად თბილი და მომთმენი. კარგი დღეა კოსმეტიკური, ჰიგიენური პროცედურების ჩასატარებლად. 
 
ტყუპი
ცნობისმოყვარე და მოსიყვარულე ხართ. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. 
 
კირჩხიბი
კომფორტი და სიმყუდროვე გსურთ. გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური და საბინაო მდგომარეობა. შეიძლება გულახდილი საუბრის დროა. 
 
ლომი
ნუ დაიტვირთავთ თავს რთული საქმეებით. კარგი დღეა სეირნობისა და რომანტიკული შეხვედრისთვის. საღამოს ნუ დაგეგმავთ საოჯახო საქმეების შესრულებას. 
 
ქალწული
კარგი დღეა კოსმეტიკისა, სუნამოსა და სამოსის შესაძენად. შეგიძლიათ ახლობლებისთვის საჩუქრებიც შეარჩიოთ. მოერიდეთ კრიტიკასა და ცინიზმს. 
 
სასწორი
გადადეთ ყველა სავალდებულო საქმე და გაინებივრეთ საკუთარი თავი ტკბილეულითა და დასვენებით. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად შოპინგისთვის. 
 
მორიელი
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. მეტი დრო დაუთმეთ მოდისა და საკუთარი თავის მოვლის საკითხებს. ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეს. საუბრისას მოერიდეთ კრიტიკასა და ცინიზმს. 
 
მშვილდოსანი
დილა კოლექტიური საქმეების შესრულებას დაუთმეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. ნუ გაუმხელთ გეგმებს საეჭვო ადამიანებს. 
 
თხის რქა 
ნუ ხართ დაღვრემილი, დღის განმავლობაში სასიამოვნო მომენტებიც გელით. მოაგვარეთ ყველა უსიამოვნება, ყველა საქმე, რომელიც მოსვენებას გიკარგავთ. 
 
მერწყული
მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან შეხვედრების დღეა. გაიუმჯობესეთ განწყობა, მოერიდეთ პესიმიზმისა და სიზარმაცის გამოვლენას. 
 
თევზები
რთული სიტუაციებიდანაც კი მარტივად დაიძვრებთ თავს. გააუმჯობესეთ კავშირები. განსაკუთრებით, საჭირო ადამიანებთან. მეტი დრო დაუთმეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.