სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება
ამობეჭდვა · 02 / 11 / 2018 12:21
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი.

არჩევნების თარიღის დასახელებამდე რამდენიმე საათით ადრე სომხეთის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრის არჩევაზე უარი მეორედ თქვა, რის შედეგად კანონის შესაბამისად ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოცხადდა.

ნიკოლ პაშინიანი, რომელიც პრემიერის თანამდებობიდან 16 ოქტომბერს, სომხეთში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით გადადგა, პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
 

ტეგები