„გადავწყვიტე ყველაფრისათვის წერტილი დამესვა“ - ოზურგეთის მერიის თანამშრომელი ქმარს სალომე ზურაბიშვილის გამო შორდება?
ამობეჭდვა · 02 / 11 / 2018 19:34
„გადავწყვიტე ყველაფრისათვის წერტილი დამესვა“ - ოზურგეთის მერიის თანამშრომელი ქმარს სალომე ზურაბიშვილის გამო შორდება?

ოზურგეთის მერის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის განცხადებით, მართალია მისი მეუღლის, "რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვლადიმერ ვადაჭკორიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ის გროგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, მისთვის მიუღებელია, და მასა და მის მეუღლეს, განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 წლიანი თანაცხოვრებისთვის წერტილი უნდა დაესვა, პირად ცხოვრებას არ უკავშირდება.

"მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეუღლის ვლადიმერ ვადაჭკორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. მე მკვეთრად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან რთულია როდესაც ოჯახში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს დიდი კომფლიქტის წყარო გახდა. ჩემი პოსტის არასწორად გააზრების გამო ვაქვეყნებ ამ პოსტს. ჩემი სათქმელი მკაფიო და შეუცვლელია, დავიღალე იმით რომ ყოველთვის ჩემი მეუღლისა და ჩემს პოზიციას ერთმანეთში აიგივებენ. წლებია მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი და ნებისმიერ წინააღმდეგობას ვუმკლავდები მის დასაცავად. მე არ ვგავარ ადამიანებს რომლებიც დროს უწყობენ ფეხს და იცვლიან პოზიციებს.

ჩემი არგამოქვეყნებული პსოტის მოპარვა და მახინჯი ინტერპრეტირება უკვე მოასწრეს და ამაზეც გავაკეთებ კომენტარს

"29 წლის თანაცხოვრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფრისათვის წერტილი დამესვა დავიღალე მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნით ეს გახდა საფუძველი იმ განცხადებისა, რაც გააკეთა დღეს ვლადიმერ ვადაჭკორიამ."

ეს პოსტი გამოქვეყნებისთანავე წავშალე მისი ბუნდოვანი შინაარსის გამო. ვიცი რამდენად არაკომპეტენტურია მედია ტექსტის სწორად გააზრებაში და რომ ეს სიტყვები შეიძლებოდა გადაეთარგმნათ სურვილისამებრ. ჩემი ვარაუდები გამართლდა.

როგორც წინამდებარე ისე ამ პოსტით მინდა ვთქვა რომ წერტილს ვუსმევ ვლადიმერ ვადაჭკორიას როგორს სუბიექტის და ჩემს ერთად მოაზრებაში,რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს. მე ვგმობ მის განცხადებას და მეტიც დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა. თუმცა,მინდა ყველამ გაიგოს რომ ეს პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული და სკანდალური განცხადებებიდანაც თავი შეიკავოთ", - წერს თამარ დუმბაძე.
 

ტეგები