მატარებელი გომი-აგარას გადასარბენზე კაცს დაეჯახა
ამობეჭდვა · 03 / 11 / 2018 10:58
მატარებელი გომი-აგარას გადასარბენზე კაცს დაეჯახა

დღეს დილით, დაახლოებით 9:30 საათზე, გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. 1tv.ge-ს ცნობით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აცხადებენ რკინიგზის ადმინისტრაციაში.

მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის.

ტეგები