ორთვიანი კომის შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2018 14:36
ორთვიანი კომის შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს

ორთვიანი კომისა და 6 თვიანი უმოძრაობის შემდეგ ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს.

გოგონას სრულად გამოჯანმრთელების იმედს ის ოპერაცია იძლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთში ჩაუტარდა.

ექიმების თქმით ტვინის დაზიანება უჟანგბადობამ გამოიწვია. უძრავ მდგომარეობაში ყოფნამ კი ინგას მენჯების და მუხლის სახსრები ჩაუკეტა.

პაციენტს არ შეეძლო ფეხის მოხრა ან მათი ახლოს მიტანა. უმძიმესი ოპერაცია ვერ ტარდებოდა საქართველოში, თუმცა როგორც ინგას ოჯახის წევრები ყვებიან პაციენტს დამაიმედებელი პასუხი ვერც ანკარაში უთხრეს.

"ხუთ დღიანი კვლევების შემდეგ მათაც უარი თქვეს ოპერაციის გაკეთებაზე. თუმცა შემდეგ კომპანია "მედიცენტრს" დავუკავშირდით და ინგას მიღება ვთხოვეთ.

შემდეგ ინგა ანკარიდან მალათიაში ჩავიყვანეთ. სამ დღიანი წინასაოპერაციო კვლევების შემდეგ დაიგეგმა ურთულესი ოპერაცია, რომელიც 7 საათს გაგრძელდა, გაკეთდა მენჯების და მყესების დამოკლება-დაგრძელება," - ამბობენ ინგას ოჯახის წევრები.

მათივე ინფორმაციიით, ინგას ქირურგის ჯ.ჯ თურანის თქმით, ეს იყო მის პრაქტიკაში ერთ-ერთი ურთულესი და ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაცია, რომელიც ბევრ რისკ-ფაქტორს ითვალისწინებდა, თუმცა საბედნიეროდ წარმატებით ჩატარდა.

დღეს ინგა თავს კარგად გრძნობს და თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ გოგონა რეაბილიტაციის პროცესს გაივლის.

ქუთაისელი ინგა ბალანჩივაძემ, რომელიც ოპერაციის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კომატოზურ ძილს თავი დააღწია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ამჯერად კი გოგონა სიარულსაც შეძლებს.

28 ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა.

კლინიკაში ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, პაციენტი 3 თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

 

იხილეთ სრულად