ესპანეთში გამართულ ტრანსთა სილამაზის კონკურსზე ტაილანდელმა გაიმარჯვა
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2018 21:25
ესპანეთში გამართულ ტრანსთა სილამაზის კონკურსზე ტაილანდელმა გაიმარჯვა

ესპანეთში გამართულ ტრანსთა სილამაზის კონკურსზე, ტაილანდელმა ტანსირი კულჩაიამ გაიმარჯვა.

რიგით მეშვიდე “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის ფინალი 3 ნოემბერს, ბარსელონაში ჩატარდა. კონკურსში 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს წარმომადგენელმა ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.

კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილე ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე, ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ მოიპოვა.