„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 10:52
„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს

მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალ რეჟიმზე გადადის და დღეიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს.

„ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას საპრეზიდენტო პროგრამას წარუდგენენ და მათგან არსებულ პრობლემებს მოისმენენ.

როგორც საკრებულოს წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ექნება.

„ჩვენ ძალიან მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ დავდებთ ბეჭებზე და ეს იგრძნობა ყოველდღიურად ჩვენ ამომრჩეველში, რაც არის სასიხარულო. ყოველდღიური შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება ყოველდღე მიდის დაგეგმარება, თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, 100-პროცენტიანი მოცემულობა, როგორ მივიყვანოთ არჩევნებზე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, შაბათი დღე იქნება თუ კვირა, ყოველდღიურად დავდივართ მოსახლეობაში და გვაქვს ძალიან ახლო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
 

ტეგები