პატარძალს ქორწინების მოწმობასთან ერთად სამზითვო ვეფხისტყაოსანს გადასცემენ
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 12:18
პატარძალს ქორწინების მოწმობასთან ერთად სამზითვო ვეფხისტყაოსანს გადასცემენ

თეა წულუკიანის ინიციატივით, ქორწინების ცერემონიის ახალი სტანდარტი დამკვიდრდება. ამ სტანდარტით კი უძველესი ქართული ტრადიცია "სამზითვო ვეფხისტყაოსანი" აღსდგა. კერძოდ, ხელმოწერის შემდეგ პატარძალს სახელმწიფო ვეფხისტყაოსანს ჩუქნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ წიგნს ძველ დროში ატანდნენ, როგორც "ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს". ახლა კი ის მოწმობასთან ერთად გაიცემა, როგორც "სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო". წიგნის საწყის გვერდზე დატანილია შოთა რუსთაველის აფორიზმი "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!" და მილოცვა ახალდაქორწინებულთათვის. წიგნი 26 მაისი შემდეგ რიგდება და ამ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავი აღნიშნეს.

გარდა ამისა, წულუკუანის ინიციატივით, დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალი დიზაინით შექმნილი უნიფორმით გაუძღვებიან. როგორც სამინისტროში ამბობენ, დიზაინი თანამედროვე და დახვეწილია. უნიფორმების დიზაინი თავად მინისტრმა წარადგინა. .

უწყებაში ამბობენ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს კიდევ ერთ სერვისს შესთავაზებს და ისინი შეძლებენ ქორწინებისთვის დარეგისტრირებას სახლიდან გაუსვლელად. მათი თქმით, წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სერვისების სააგენტოს ვებგვერდზე დაჯავშნის.

წყარო: on.ge

ტეგები