გორში მოკლული ბავშვის ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 13:01
გორში მოკლული ბავშვის ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს

გორში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახს გამოძიებასთან შეკითხვები აქვს.

„ოჯახს აქვს გარკვეული კითხვები და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი იმის, რომ ყველა კითხვას სრულყოფილად და ამომწურავად გაეცემა პასუხი.

როცა ძებნა დაიწყეს მამაც იყო ჩართული ძებნაში. როცა ინახა ბავშვი მაშინ უკვე მამაც მივიდა ადგილზე, აქედან გამომდინარე, გამოძიებას, ალბათ, ამასთან დაკავშირებით ექნება კითხვები,“-ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ცნობილია, რომ სამართალდამცველებს ჩვენებას მოკლული ბავშვის მამა მისცემს. მიხეილ ბერიაშვილი გამოძიებამ უკვე სცნო დაზარალებულად.

„პირველად ვარ დაბარებული. ადვოკატმა მითხრა, რომ უნდა მივიდეთ და დაიკითხოო. ერთი ვიცი,რ ომ ჩემი ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მის ტანსაცმელზე და იმ სახლში, სადაც ის უშუალოდ მუშაობდა“-ამბობს მოკლული გოგონას მამა მიხეილ ბერიაშვილი.

8 წლის გოგონას ცხედარი გორში 25 ოქტომბერს იპოვეს, მისი მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძეა დაკავებული.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები