გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამა გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 14:43
გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამა გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს

გორის სამხარეო პოლიციაში მოკლული მცირეწლოვანი გოგონას მამა მიხეილ ბერიაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს.

როგორც უწყებაში შესვლამდე მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ გამომძიებლებს მასთან კითხვები სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით ექნებათ, რადგან შვილის ძებნაში მონაწილეობას თავადაც იღებდა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით კი, მათ გამოძიებასთან თავადაც აქვთ კითხვები.

„დღეს მოხდება მამის გამოკითხვა. კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას მამასთან, ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია, რა ხდება საქმეში. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, დღეს გავეცნობით. ოჯახის წევრებს ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სრულად და ამომწურავად გასცემს ყველა კითხვას პასუხს”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ტეგები