პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს უჩივლა
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 22:26
პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს უჩივლა

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

პროცესი 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.

ფონდ „იავნანას“ ინფორმაციით, ბრალდების მხარე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით მოითხოვს, რაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ ჩიქოვანის განცხადეით, კობა დავითაშვილმა, ეს განცხადება, ერთ-ერთი ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა.
 

ტეგები