6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 23:12
6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიის მოზღვავებას, იგრძნობთ. მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა მივლინებისა და ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის.

კურო
საინტერესო ადამიანებთან, უცხოელებთან და მოგზაურებთან შეხვედრის დღეა. ყურადღება გმართებთ საგადასახადო აგენტებთან და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან კონტაქტისას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკისადმი.

ტყუპი
საკუთარ პერსონაზე, საქმეებზე აზრს ყველას ჰკითხავთ. გაგიუმჯობესდებათ პარტნიორული ურთიერთობები. ხოლო თუ საბოლოო დაშორებას გადწყვეტთ, მეგობრებად დარჩებით.

კირჩხიბი
საქმეზე შეყვარებულ ნიშნებს კარგი დღე ელით. ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ხშირად ეკონტაქტეთ მივლინებაში მყოფ კოლეგას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობის, შინაური ცხოველების მოვლის საკითხები.

ლომი
ენერგიული და კრეატიული ხართ. წარმატება ელის თქვენს ახალ პროექტებს. კარგი დღეა ვარჯიშისთვის. აგრეთვე, სამსახიობო კურსებზე ჩასაწერად. პირად ცხოვრებაშიც გელით პოზიტივი.

ქალწული
დილითვე შეადგინეთ მნიშვნელოვანი საქმეების სია და მათ განხორციელებას შეუდექით. რაც უფრო მეტ ძალისხმევას გამოჩენთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. სხვა დღისთვის გადაედეთ ბინაში რემონტის დაწყება და ბიზნესის გახსნა.

სასწორი
სწავლის, თვალსაწიერის გაფართოების საშუალება მოგეცემათ. აზრთა გაცვლის, ნაცნობობის, სეირნობის დღეა. ნუ ეცდებით იმ დიალოგის განახლებას, რომელმაც წინა დღეს შედეგი არ გამოიღო.

მორიელი
მხოლოდ საკუთარი პრობლემებისა და საქმეების მოგვარებაზე ხართ ორიენტირებული. დროა, შეისვენოთ და ამოისუნთქოთ. კარგი დღეა ეგზოტიკური კერძების დასაგემოვნებლად, სასურველი ნივთების შესაძენად.

მშვილდოსანი
თქვენს განწყობაზე დიდ გავლენას იქონიებს საქმეების მიმდინარეობა. თუ გადაღლილი ხართ, დაისვენეთ, თუ თვლით, რომ საქმე სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანოთ, ამოქმედდით. ზოგიერთი შემოქმედებითი იდეის განხორციელებას შეძლებს.

თხის რქა
დღეს შეიძლება ისეთი მოვლენებისადმი გაგიმძაფრდეთ ინტერესი, რასაც აქამდე ყურადღებასაც კი არ აქცევდით. განიხილეთ კონკრეტული მოვლენები, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, იზრუნეთ თვალსაწიერის გაფართოებაზე.

მერწყული
უამრავი ვალდებულება გაქვთ მოსაგვარებელი. მაქსიმალურად გათავისუფლდით არაფრისმომცემი კონტაქტებისა და ვალდებულებებისგან. აგრეთვე იმ ადამიანებისგან, ვისთან ერთადაც სამომავლო გზის გაგრძელება არ გსურთ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას, შეცდომების გამოსწორებას. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. მათმა ერთმა არასწორმა სიტყვამაც კი შეიძლება მთელი დღით გაგიფუჭოთ განწყობა.

ტეგები