"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხვადასხვა ქალაქის მერები იკრიბებიან
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 11:04
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხვადასხვა ქალაქის მერები იკრიბებიან

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში სხვადასხვა ქალაქის მერები იკრიბებიან. "იმედინიუსის" ინფორმაცით, მერები, რომლებიც პარტიის შტაბებსაც ხელმძღვანელობენ, პარტიის ლიდერებთან გამართავენ შეხვედრას.

საუბრის ძირითადი თემა არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებაა. შეხვედრას ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე დღეიდან "ქართული ოცნება" მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ საარჩევნო შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისში კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელობენ.

ტეგები