მნიშვნელოვანია კონკურსში გამოიხატოს ახალგაზრდების ხედვა და წარმოდგენა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 13:16
მნიშვნელოვანია კონკურსში გამოიხატოს ახალგაზრდების ხედვა და წარმოდგენა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ელჩთან ერთად პარლამენტის სტაჟიორებთან და სტუდენტებთან ესეების კონკურსი გახსნა, რომელიც ნატო-ს ბუქარესტის სამიტს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობას შეეხება.

„მნიშვნელოვანია, კონკურსში გამოიხატოს თქვენი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ, თუ რა მნიშვნელობის აქვს ამას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“, - მიმართა ბულგარეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ.

„ეს კონკურსი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდა თაობა ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია“, - აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.

სტუდენტებს და სტაჟიორებს სიტყვით მიმართეს ასევე, ბულგარეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა და ზაზა ხუციშვილმა. მათ მოუწოდეს ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები.

ბულგარეთის, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩომ სქართველოში, ესეების კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება, რომელიც სასწავლო ტურით ქალაქ სოფიაში გაემგზავრება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ელჩს აქტიური თანამშრომლობისთვის. „მადლობას ვუხდით ბულგარეთის საელჩოს აქტიური თანამშრომლობისთვის, საინტერესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები