მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მთლიანად იქნება დარეგულირებული - ნათია მეზვრიშვილი
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 14:04
მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მთლიანად იქნება  დარეგულირებული - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში  მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“როდესაც ეს კანონპროექტი ამოქმედდება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში,  როგორც კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა უკვე შეგვიძლია ვთქვათ,  რომ მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა  საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ ამ კანონპროექტით მთლიანად იქნება დარეგულირებული.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის  ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას  არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს  არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული
საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის.

ეს კანონპროექტი ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ სამართლებრივი  რეალობა ასეთია. მოხმარება პირად სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილებამ დაუშვა, სხვაგან ყველგან - ფაქტობრივად ყველა ადგილას: სატრანსპორტო საშუალებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ყველგან, მათ  შორის არასრულწლოვნების მხრიდან აკრძალულია. თუ ჩაიდენს პირი ასეთ  ქმედებას, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას დაეკისრება  სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა  ნათია მეზვრიშვილმა.

ტეგები