მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 15:23
მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან. ცენტრი დღეს რომელიც საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (აშშ) ვიცეპრეზიდენტ ლონა სტოლისთან, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ -საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან და BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან კრის შლუტერთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც არის გათვლილი, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტში 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია განხორციელდა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა სრულად გარემონტდა.

ცენტრის გახსნის ცერომონიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომლის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ცენტრის FESTO-ს წარმოების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე პროექტის ძირითადი პარტნიორის, BP - საქართველოს
კონტრიბუციას, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიების ნაწილის შესყიდვა მოხდა. ლაბორატორიებში კი, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, პროფესორ-მასწავლებლები
გადამზადდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის მიზანი, რომ აღზარდოს მაღალკვალიფიციური, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კადრები. ეს გულისხმობს სკოლადამთავრებულების, უმუშევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების
მომზადება-გადამზადებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.ცენტრის ფუნქცია სრულ თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით
გამოსვლისას.

ტეგები