არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და საქართველოსთვის დამაზიანებელია
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 18:28
არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და საქართველოსთვის დამაზიანებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და საქართველოსთვის დამაზიანებელია.

"სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ მოვისმინე, ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადება. თუმცა არ გაკვირვებია არავის და პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. სამწუხაროა, რომ ის საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში- ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი. მე მინდა თქვენ მოგცეთ ერთი პირობა, ამ ქვეყანას ყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთოს“,- აღნიშნა თალაკვაძემ,

ტეგები