დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 09:51
დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი    დაიწყო. 

პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, „კინო საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. 

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.