"7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით, ბოდიში"
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 13:48
"7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით, ბოდიში"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება.

"ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით. 

#ბოდიში

ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი. 

#სამწუხაროა

2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.

#წერტილი", - წერს გიგი უგულავა.