"მოვედი საკუთარი თავის და ხმების დასაცავად" - მანანა ბერიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 15:45
"მოვედი საკუთარი თავის და ხმების დასაცავად" - მანანა ბერიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება

„მოვედი საკუთარი თავის დასაცავად და ხმების, დღეს ვგრძნობ საფრთხეს? არავითარს,-, ამის შესახებ კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  

ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. აქციაზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და 2007 წლის 11 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ.

„საკუთარი თავის დასაცავად - პირდაპირ ასე გესმით ჟურნალისტებს, რომ ვიღაც მომდევს და თავი უნდა დაიცვა? ცუდად გესმით“, - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამზირზე გადმოინაცვლეს. აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმყოფებიან.