სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 17:50
სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სენაკში ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე მდგომი ავტომობილიც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.