8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 18:25
8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბარაკონის, აგიაშვილის, გურამ გაბისკირიას და ნატო გაბუნიას  ქუჩების  მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადირა ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და  ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.