აკაკი ზოიძე საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს შეხვდა
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 18:54
აკაკი ზოიძე საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე საფრანგეთის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და ქალთა უფლებების ყოფილ მინისტრს, საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს, მარისოლ ტურენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა მიმოიხილეს და სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მარისოლ ტურენიმ კომიტეტის თავმჯდომარეს ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით, ფრანგი ექსპერტების მონაწილეობით, საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. აღინიშნა, რომ 2000 წლების დასაწყისში საფრანგეთმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური სოციალური მოდელი შეიმუშავა, რომლიც წარმატებულად მუშაობს. აკაკი ზოიძე სახელმწიფო მრჩეველის ინიციატივას მიესალმა და საქართველოში სოციალური პროგრამების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ფრანგი სპეციალისტების შესაძლო მონაწილეობა დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრების და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომლის განხილვის თემას დაგროვებითი საპენსიო რეფორმა წარმოადგენს.