ქართველმა პატრულებმა იაკუტელი ტურისტი მონათლეს
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 00:11
ქართველმა პატრულებმა იაკუტელი ტურისტი მონათლეს

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა თბი­ლი­სის ტუ­რის­ტულ უბ­ნებ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა ქვე­ით­მა პატ­რუ­ლებ­მა და­ი­წყეს. ე.წ. ტუ­რის­ტუ­ლი პატ­რუ­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ. მათ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბიც არის. ასე მოხ­და კოტე აბ­რა­მი­ას და ზვი­ად ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­რი­გე­ო­ბი­სას, რო­დე­საც ისი­ნი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ია­კუ­ტე­ლი ტუ­რის­ტის ნათ­ლი­ე­ბი გახ­დნენ.

ეს უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი AMBEBI.GE-ს ქვე­ით­მა პატ­რულ­მა კოტე აბ­რა­მი­ამ უამ­ბო:

"4 თვეა ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი ვარ თბი­ლი­სის ტუ­რის­ტულ უბ­ნებ­ში. მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად 4 ნო­ემ­ბერს აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტონს შევ­ხვდით, რო­მელ­საც სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თამ­დე მის­ვლა უჭირ­და. რა თქმა უნდა და­ვეხ­მა­რეთ, მი­ვა­ცი­ლეთ და შევ­ნიშ­ნეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბი გვაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ გა­მოგ­ვე­ლა­პა­რაკ­ნენ, ცოტა არ იყოს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ის ასე­თი ქცე­ვის გამო.

ტუ­რის­ტი ქალ­ბა­ტო­ნი და მა­მა­კა­ცი ია­კუ­ტი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და მათი სურ­ვი­ლით გავცვა­ლეთ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი. მე­ო­რე დღეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­რე­კეს და შევ­ხვდით. გა­ნახ­ლე­ბულ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ფინ­ჯან ყა­ვა­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით. იქვე, სა­ნა­პი­რო­ზე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს ვეს­ტუმ­რეთ. სან­თლე­ბი ავან­თეთ ჩვე­უ­ლებ­რივ და 40 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტონ­მა თქვა, რომ აქამ­დე არ­ცერ­თი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი არ იყო. სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა იქვე მო­ნათ­ლუ­ლი­ყო მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად.

ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, გაგ­ვე­სა­უბ­რა ტაძ­რის მო­ძღვა­რი. სა­ბო­ლო­ოდ, ხის ჯვა­რით შეს­რულ­და სა­ი­დუმ­ლო. მყავს ახა­ლი ნათ­ლუ­ლი ტუ­რის­ტი ია­კუ­ტი­ი­დან, გვა­რად მი­რო­ნო­ვა - სიმ­ბო­ლუ­რია. სტუმ­რე­ბი მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად თბი­ლი­სი­დან დღეს გა­ვა­ცი­ლეთ" - ამ­ბობს კოტე აბ­რა­მია.