„ასეთი არაფერი მსმენია, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება ეს მოხდეს!“ - თაკო ჩარკვიანი
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 11:49
„ასეთი არაფერი მსმენია, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება ეს მოხდეს!“ - თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„მართლა, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება , მოხდეს ალბათ! დღეს და ბოლო რამდენიმე დღეა, ხელისუფლება განწირული გაჰკივის და აქციას აწყობს, ვაიმე, არ დავუშვებთ ოპოზიცია მოდისო ვაახ( რანაირად არ დაუშვებენ, ლეგიტიმურ არჩევნებში, ხალხის მიერ არჩეული (ასევე ლეგიტიმური) ოპოზიციის არ მოსვლას ვერ ვხვდები?!

რა მექანიზმით არ დაუშვებს ხელისუფლება საინტერესოა, დასავლეთის ქვეყნებში, ასეა - ხან ერთი პარტიის ხელშია , ესა თუ ის ინსტიტუცია, ხან მეორესი, არიან პარტიები ოპონირების რეჟიმში და ხალხი მოგებულია. აქ არის , მარტო რაღაც უცნაურობა: ხელისუფლება ( მოქმედი ხელისუფლება)გაჰკივის გვიშველეთ ოპოზიცია იმარჯვებსო და ქუჩაში გამოდიან, ესენი (ხელისუფლება) ან თაღლითები არიან, ან უუნაროები, რადგან თუ დამნაშავეები იყვნენ ყოფილ ხელისუფლებაში, რატომ არ მოსთხოვეთ პასუხი, თქვენ იყავით 6 წელი ხელისუფლებაში და თუ ვერ გააკეთეთ, ესეიგი უნარი არ შეგწევთ არა?? ორივე შემთხვევაში, უნდა წახვიდეთ ბატონებო, რადგან არც თაღლითი სჭირდება ამ გაწვალებულ და გაჭირვებულ ხალხს და არც უუნარო ხელისუფლება, მარიხუანის პლანტაციებზე “მეოცნებე” ხელისუფლებას, რომელმაც კორუფციაში ჩაალპო ქვეყანა მინდა ვუთხრა; დღეს რაც ხდება, უბრალოდ მართლა სიცილის მომგვრელია, რადგან სათავეში თქვენ ხართ ბატონებო და გაიძახით ოპოზიციონერი დამნაშავეები გადადგნენო მართლა ასეთი, არაფერი მსმენია, მართლა აქ ჩვენთან, შეიძლება, (მხოლოდ) ეს მოხდეს!

და მაინც გვიან არის ბატონო ხელისუფალო- ხალხი ბრძენია და ის გამოსავალს გაეთიანებაში , პარტიებს შორის კონკურენციაში და და სამომავლო კოალიციურ მთავრობაში ხედავს ანუ ფორმულა ასეთია: ძლიერი ოპოზიცია+ შეშინებული ხელისუფლება= ხალხი მოგებულია!! ეს არის, ის მარტივი ფორმულა რითიც დემოკრატიული საზოგადოება ბედნიერია – კანონის უზენაესობა, მოაქვს ჯანმრთელ ოპონირებას!!! სტატუსი დავასრულე, მაგრამ , მაინც ძალიან მეცინება- მართლა. რადგან” ხელისუფლება გაჰკივის, ოპოზიცია გადადგესო”- წერს ჩარკვიანი.

ტეგები