„ჩამოხსენით მავთულხლართები“ - ალან დუნკანის მოწოდება რუსეთს
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 13:58
„ჩამოხსენით მავთულხლართები“ - ალან დუნკანის მოწოდება რუსეთს

"ჩამოხსენით მავთულხლართები," -ასე მოუწოდებს რუსეთს დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი თბილისში ვიზიტისას. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე დაიწერა.

ასევე დიდი ბრიტანეთის ევროპოს საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი თბილისში გმირთა მემორიალს ეწვია და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია. 

ტეგები