სალომე ზურაბიშვილის პლაკატის ჩამოხევისთვის ნაცმოძრაობის წევრი 2 ათასი ლარით დააჯარიმეს
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 14:13
სალომე ზურაბიშვილის პლაკატის ჩამოხევისთვის ნაცმოძრაობის წევრი 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ გიორგი ბაბაკიშვილს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2 ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა. საქმე ეხება, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ბაბაკაშვილის მიერ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას, რის საფუძველზეც ზურაბიშვილის წარმომადგენელმა სიღნაღის მერიას რეაგირებისთვის მიმართა. თავის მხრივ მუნიციპალიტეტმა სარჩელი სასამართლოში წარადგინა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

აღნიშნულ საქმეზე პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები