გიორგი გახარია მზადაა საკანონმდებლო ორგანოში წარდგეს
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 17:04
გიორგი გახარია მზადაა საკანონმდებლო ორგანოში წარდგეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრი გიორგი გახარია წარდგეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

„ვერც ერთ შეხვედრას ვერ მეტყვით, როცა ოპოზიციამ პარლამენტში დაგვიბარა და შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა. მზად ვართ, მათთვის სასურველ დროს გამოვცხადდეთ და მათ შორის იმ სიახლეებზე ვისაუბროთ, რაც გამოძიებას აქვს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ევროპულმა საქართველომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუცია შეიტანა, რომლითაც შსს-სა და მთავარ პროკურატურას ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებული რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

ტეგები