ყვარელში დღეს ილიაობა გაიმართა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 17:06
ყვარელში დღეს ილიაობა გაიმართა

ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ქალაქ ყვარელში დღეს ილიაობა გაიმართა. ილიას ტბაზე მოწყობილ საფესტივალო ქალაქში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებმა შემოდგომის თემაზე გამოფენა გამართეს.

პროექტ „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კი, მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია გამოიფინა. მოეწყო სპორტული და კულტურული ღონისძიებები. სახალხო დღესასწაულზე დასახელდნენ საპატიო ყვარლელები.

ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ჩექინ ინ ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა.

ტეგები